26 აპრილი 2024,   08:49
ვრცლად
ვფიქრობ, რომ საველე ჰოსპიტლების საჭიროება ამ ეტაპზე არ იქნება - ზურაბ ალხანიშვილი

საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ ალხანიშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალების არსებობის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ზურაბ ალხანაშვილის განმარტებით, პაციენტების დაახლოებით 10-15% საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, რომლის მართვის საშუალებაც ჰოსპიტალურ სექტორს ამ ეტაპზე გააჩნია.

"რაც შეეხება საველე ჰოსპიტალების საკითხს, ეს საკითხი პანდემიის დაწყებისთანავე გახდა აქტუალური. თუმცა, ეს საველე ჰოსპიტლები რეალურად საჭირო პრაქტიკულად არსად გამხდარა იმის გამო, რომ შემდგომში რაც უფრო მეტად გავიცანით ვირუსი, მეტად დავინახეთ ის ფაქტი, რომ დაახლოებით 10-15% პაციენტების საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და ეს არის პაციენტების ის რაოდენობა, რომლის მართვაც ჰოსპიტალურ სექტორს ამ ეტაპზე შეუძლია.

თუმცა ჩვენი მთავარი გამოწვევა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ეს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არის მაღალი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სწორედ ამ მიმართულებით არის საჭირო, თუმცა ეს უკვე სიახლეს არ წარმოადგენს, ამასთან დაკავშირებით არა ერთხელ გაჟღერდა ის ინიციატივები, რომ მიმდინარეობს მუშაობა. თუ ეს რეალურად აცილებადი პრობლემა იქნება, ვფიქრობ, რომ საველე ჰოსპიტალების საჭიროება ამ ეტაპზე არ იქნება," - განაცხადა ზურაბ ალხანიშვილმა.

დღის ამბები