23 აპრილი 2024,   12:23
ვრცლად
ფიზიკური აქტივობა ფასდაუდებელ დახმარებას უწევს კოვიდპაციენტებს - კახა ვაჭარაძე

პულმუნოლოგმა კახა ვაჭარაძემ "დღის კურიერის" ეთერში კოვიდით დაავადებული პაციენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელობასა და ინფიცირებულებისთვის რამდენიმე აუცილებელ აქტივობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია როგორც პაციენტები, ასევე მის გარშემო მყოფები ფლობდნენ გარკვეულ ელემენტარულ უნარებს დაავადებულის დასახმარებლად.  

"სატურატორები ისეთივე პოპულარული ნივთი გახდა პაციენტებში, მათ ოჯახებში, როგორც თერმომეტრი და წნევის აპარატი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ თანდათან მაღლდება საზოგადოების სამედიცინო დონე. ხშირად გვიკვირდა, ვიძახდით ხოლმე, ევროპის წამყვან ქვეყნებში პირველადი ჯანდაცვის მუშაკების გარეშე ხალხს შეუძლია დახმარება აღმოუჩინოს საკუთარ თავს ნებისმიერ სიტუაციაში. ჩვენმა მოქალაქეებმა 8 თვის განმავლობაში ისწავლეს საკუთარ თავზე და ახლობლებზე პირველადი დახმარების გაწევა და ჩემი ძალიან ბევრი პაციენტი თვითონ უწევს ფსიქოლოგიურ დახმარებას მათ, რომლებიც ახლად დაინფიცირდნენ "კოვიდ-19-ით,"- განაცხადა "დღის კურიერში" პულმონოლოგმა კახა ვაჭარაძემ.

მან კოვიდპაციენტებს "დღის კურიერის" ეთერში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაც მისცა. 

"პაციენტები, რომლებიც დაბალ სატურაციულ მაჩვენებლებს განიცდიდნენ, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ დაეწყოთ სუნთქვითი ვარჯიშები, გაებერათ ბუშტები. ფიზიკური აქტივობა ფასდაუდებელ დახმარებას უწევს კოვიდპაციენტებს, განსაკუთრებით საყურადღებოა, ვინც იმუნოდეფიციტით არიან დაავადებულები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებიდან გამომდინარე განსაკუთრებით მათ, ვინც საწოლს არის მიჯაჭვული,"- განაცხადა კახა ვაჭარაძემ.

დღის ამბები