19 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
კორონავირუსით კიდევ ერთი მედიკოსი, კლინიკა "იმედის" ექიმი ზაზა იმერლიშვილი გარდაიცვალა

კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა,  ვირუსით კლინიკა "იმედის" თანამშრომელი გარდაიცვალა.

ზაზა იმერლიშვილი მცხეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა და მას სხვა თანმხლები  დაავადებებიც აღენიშნებოდა. ლეტალურ შემთხვევას  სამედიცინო დაწესებულებაშიც ადასტურებენ.

"ზაზა იმერლიშვილი კახეთში იმყოფებოდა, სადაც, როგორც თავად თქვა, დაინფიცირდა. მას შემდეგ, რაც ეჭვი მიიტანა ვირუსზე, ის კლინიკაში არ გამოჩენილა და თვითიზოლაციაში გადავიდა. მას მაღალი ცხელება აღენიშნებოდა და სწორედ ამის შემდეგ მიმართა სტაციონარს. პარალელურად, მას ჰქონდა ძალიან მძიმე სომატური თანმხლები დაავადებები, რამაც ეს ფატალური შედეგი გამოიწვია. ზაზა ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექიმი იყო,"- აღნიშნავს  ”იმედის კლინიკის” დირექტორი დავით კობეშავიძე. 

 

 

დღის ამბები