25 აპრილი 2024,   16:56
ვრცლად
ქუთაისის მერი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა მკურნალობას კოვიდსასტუმროში გადის

ქუთაისის მერი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, მკურნალობას კოვიდსასტუმროში გადის. როგორც იოსებ ხახალეიშვილი "კურიერთან" აცხადებს, მას მხოლოდ დაბალი ტემპერატურა აქვს. 

"დღეს დილით კორონავირუსი სწრაფი ტესტით დამიდასტურდა და ამჯერად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, მაქვს მხოლოდ დაბალი ტემპერატურა და კოვიდსასტუმროში ვიმყოფები," - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა. 

დღის ამბები