16 იანვარი 2021,   00:49
ვრცლად
ჩემ მიერ ნაქირავები ფართიდან გამომაძევეს - ზურაბ ჯაფარიძე და "რეფორმერ ფიტნესის" მფლობელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

ბათუმში "რეფორმერ ფიტნესი" დალუქეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.

ამ წუთებში კი "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ობიექტის მფლობელი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. ისინი დაკითხვაზე მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც არაერთი გაფრთხილებისა და ჯარიმის შემდეგაც, ფიტნეს კლუბი პოლიციამ მაინც იძულებით დალუქა.

ზურაბ ჯაფარიძისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ უშვებენ მას იმ ფართში, რომელიც მისი თქმით, საცხოვრებლად დაიქირავა. 

"ჩემს მიერ ნაქირავები ფართიდან გამომაძევეს, ფანტელები, ტრენაჟორები ძაფებით დააბეს და დალუქეს. საბოლოო ჯამში აღარ შემიშვეს და დატოვეს საპატიო ყარაული, 6 პოლიციელი, რომელიც მთელი ღამე იცავდა სავარჯიშო დარბაზს. ჩემი მოთხოვნა იქნება ის, რომ შემიშვან, რათა ვაპირებ, რომ აქ ვიცხოვრო. მათ არ აქვთ არანაირი უფლება, რომ მე დამტოვონ გარეთ. თუ მათ აქვთ პრობლემა რომელიმე შპს-სთან, რომელმაც როგორც თვითონ ამბობენ, რაღაცა კანონი დაარღვია, გაარკვიონ იმ შპს-სთან," - განაცხადა "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

გავაქირავე ეს ობიექტი და ზურაბ ჯაფარიძის საკუთრებაშია ამჟამად, როგორც ბინა და არ აძლევენ ამ ადამიანს მის საკუთრებაში შესვლის უფლებას. დალუქეს ტრენაჟორები, შესასვლელი კარები, 6 პოლიციელი დააყენეს მთლიანად პერიმეტრზე. ასე გვიცავენ ჩვენივე თავისგან, რომ არ დავიზიანოთ ჯანმრთელობა და გვიკრძალავენ ვარჯიშს," - აღნიშნა ფიტნეს კლუბის მეპატრონემ გიორგი ფუტკარაძემ.


დღის ამბები