06 სექტემბერი 2026,   22:44
ვრცლად
სასამართლო ამ წუთებში ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობს

ამ წუთებში სასამართლო მსჯელობს შუამდგომლობაზე, რომლის მიხედვითაც ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. უკვე 4 საათია, რაც მხარეები სასამართლო დარბაზში არიან შეკრებილები.

მოსამართლეს მკაცრი ღონისძიების შემსუბუქებას 200-ზე მეტი ადამიანის ხელმოწერით სთხოვენ. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.

პროცესზე მხარეები ცდილობენ საკუთარი არგუმენტაცია და მტკიცებულებები წარადგინონ. ცნობილია დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღკვეთი ღონისძიება - წინასწარი პატიმრობა, თავდებობის საფუძველზე თავისუფლებით შეიცვალოს და აცხადებენ, რომ ამ მომენტისთვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ დაკავებულების გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებულები რაიმე ფორმით საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენენ.

გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ექსპერტიზის ახალ დასკვნას წარადგენს. ადვოკატების მტკიცებით, ეს მტკიცებულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრალდებულები უკანონოდ დაკავებულნი არიან.

ბრალდების მხარის წარმომადგენლები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან და დაკავებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ითხოვენ. პროკურორის თქმით, საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ეხება.

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებული.

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

 

დღის ამბები