06 სექტემბერი 2026,   22:46
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის ე.წ. ოქროს მოწმე კოკო ღიბრაძე დაიკითხება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული პირების პროცესი მცხეთის სასამართლოში დღეს განახლდება.

დაგეგმილია ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა. კურიერის ინფორმაციით, ერთ-ერთი ე.წ. ოქროს მოწმე კოკო ღიბრაძე იქნება, რომელსაც კითხვებს მოსამართლე დაუსვამს.

ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.

გამოძიების მტკიცებით, სწორედ მათ სცემეს შაქარაშვილი და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები