06 სექტემბერი 2026,   17:44
ვრცლად
ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა

სამი წელი ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან. თბილისის ცენტრში 51-ე სკოლიდან გამოსული ორი მოსწავლე თანატოლებმა მოკლეს.

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ გარჩევას ემსხვერპლნენ. სარალიძეს 12 ჭრილობა მუცლის, გულმკერდისა და ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული.

მრავლობითი ჭრილობების შედეგად დადუნაშვილი ადგილზე დაიღუპა, დავით სარალიძე კი მომდევნო დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რეზონანსული მკვლელობის შედეგად ციხეში აღმოჩნდა რამდენიმე პირი. მათ შორის მიხეილ კალანდია, რომელსაც 15 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დღის ამბები