აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სახლთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს 20 კაციანი ბანდა უწოდა. მცირე კომენტარი თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
"რიგითი ბათუმელი შეწუხდა ე.წ. მარგინალების ზღვარგადასული პროტესტით, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამ 20-კაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული ბელადი არ ღირს იმად, რომ თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მთელი აჭარა,"- აღნიშნა თორნკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებს კორექტულობისკენ მოუწოდა.
"ამ კუთხის შვილები ხართ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე, რომ მეზობელს მისალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდევ, ოჯახში შეშვება,"- დასძინა რიჟვაძემ.