27 აპრილი 2024,   08:11
ვრცლად
კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოს ქვეყნებს შორის საქართველო უკვე 48-ე ადგილზეა

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკაში საქართველომ პოზიციები ისევ დაკარგა. მაჩვენებლების რამდენიმე დღიანი შემცირების შემდეგ ყოველდღიური შემთხვევების ზრდის ტენდენცია ისევ ნარჩუნდება. დღესაც ახალი დადასტურებული ფაქტების რაოდენობა 4 ათასს გასცდა. 143-376 ინფიცირებულით კი მსოფლიოს ქვეყნებს შორის საქართველო უკვე 48-ე ადგილზეა.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს კიდევ 39 ადამიანი ემსხვერპლა.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ არის 1 342 გარდაცვალების შემთხვევა.

ხშირია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ფაქტები, ბოლო შემთვევები რუსთავში დაფიქსირდა.

დღის ამბები