24 იანვარი 2021,   07:55
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან აქცია განახლდა. აქციის მონაწილეებმა მთავრობს სახლთან ბუშტები მიიტანეს, მათ ბუშტების გაფრენა სურდათ საპროტესტო წარწერებით, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზია.

 ადგილზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სამართალდაცავია მობილიზებული.  

პროტესტი ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმას იღებს. მესამე კვირაა რაც რეგიონში ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად აპროტესტებს მათივე შეფასებით გაყალბებულ არჩევნებს.

 

დღის ამბები