დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მძვინვარებდა, მაინც არავინ ელოდებოდა დღეში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა თუ 5000-მდე გაიზრდებოდა. ამირან გამყრელიძემ, 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
"ჩვენ ძალიან კარგად მივდიოდით სექტემბრის დაახლოებით 10 რიცხვამდე. ჩვენთვის სამწუხაროდ, ძალიან მძიმე აღმოჩნდა ნოემბერი. ყველა გარდაცვალების შემთხვევა ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. აღსანიშნავია, რომ ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით შემცირებულია, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობაა გაზრდილი.
ვიზიარებ 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალებას, მე ამ ოჯახთან ჩემი ურთიერთობები მაქვს. პროცესები მიმდინარეობს, მე ხშირად მაკრიტიკებენ და შეგიძლიათ ყველამ გამაკრიტიკოთ, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა, მზადებაც იყო, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ ნამდვილად არ ვპროგნოზირებდით იმას, რომ დღეში 4 და 5 ათასამდე შემთხვევა გვექნებოდა. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ ჩვენ ზაფხულში დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ. ამ კუთხით ჩვენ ზაფხული ძალიან თავისუფლად წავიყვანეთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.