17 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმება მიღწეულია - ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოკავშირეებთან ერთად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლება მოხერხდა. 

"საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა  მინისტრებთან შავი ზღვის რეგიონში  უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია განვიხილეთ, რაც ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას . ნატო ამას პასუხობს საკუთარი წარმომადგენლობის გაზრდით, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვასა და ჰაერში. მხოლოდ გასულ კვირას ნატოს საჰაერო ხომალდი ამერიკულ დანაყოფებთან ერთად ატარებდა წვრთნებს შავი ზღვის რეგიონში.საქართველო და უკრაინა  ჩვენი ღირებული პარტნიორები არიან. მნიშვნელოვანია მათი სამხედრო კონტრიბუცია ჩვენს მისიებში.

განვიხილეთ რეფორმების პროგრამები და და ჩვენ ვიწყებთ მათთვის ამ მიმართულებით პრაქტიკული მხარდაჭერის აღმოჩენაც. მოხარული ვარ რომ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მოვახერხეთ  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლება. შევთანხმდით დიალოგის გაძლიერებაზე ორივე პარტნიორთან.

ეს მინისტერიალი ატარებს მხარდაჭერის მესიჯს. ეს არის საქართველოსადმი და მისი სუვერენიტეტისადმი ნატოს ყველა მოკავშირის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირება. ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ მხარდაჭერას და ამას ვაკეთებთ, ასევე, არსებითი პაკეტის გაძლიერებითაც. ეს არის საფუძველი საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის. 

როგორც იცით, ჩვენ გვაქვს ტრეინინგ ცენტრი თბილისთან ახლოს, მე თვითონ ვესტუმრე ამ ადგილს რამდენჯერმე და ვნახე ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს ერთობლივი სწავლება.ერთმანეთს ვუზიარებთ საჰაერო სივრცეში გადაადგილების მონაცემებს  და ერთობლივად  ვმუშაობთ ჰიბრიდულ გამოწვევების წინააღმდეგ .ასევე, ვატარებთ წვრთნებს შავ ზღვაში," - განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები