05 სექტემბერი 2026,   17:23
ვრცლად
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დღეს შემაჯამებელი სხდომა გაიმართება

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დღეს შემაჯამებელი სხდომა გაიმართება. საარჩევნო სისტემაში შესული ცვლილებების თანახმად, აჭარის უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატი შევა პროპორციული სიით, 3 კი მაჟორიტარულით.

ცნობილია, რომ აჭარის 3 ოლქიდან მაჟორიტარი დეპუტატის სამივე მანდატი მმართველი გუნდის კანდიდატებს ეკუთვნის. აჭარის უმაღლესი საბჭო სულ 21 დეპუტატისგან შედგება.

უკვე ცნობილია, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარი განაცხადა "ქართული ოცნების" პარტიული სიის სამმა წევრმა: ჯაბა ფუტკარაძე, თორნიკე რიჟვაძე და თინათინ ზოიძე საქმიანობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში გააგრძელებენ.

დღის ამბები