აჭარაში კოვიდინფიცირებული 31 წლის გარდაცვლილი რუსუდან კოკობინაძის ოჯახი დაგვიანებულ სამედიცინო მკურნალობაზე საუბრობს. 31 წლის მშობიარეს საკეისრო კვეთა ბათუმის საკეისრო სახლში ჩაუტარდა. ოპერაციიდან ორი დღის შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის კლინიკა "მედინაში" გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერი ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალს სუნთქვის პრობლემა აღენიშნებოდა და ფილტვები სრულად დაზიანებული ჰქონდა.
ოჯახი ექიმის ვერსიას არ ენდობა. ოჯახის წევრები ექიმების დაუდევრობაზე საუბრობენ.
"ითხოვდა შველას, წამიყვანეთ იქ, სადაც კარგად მიმკურნალებენო. შემოდიან 24-საათში ერთხელ. ექიმები ამბობდნენ, არ ვიშურებთ არაფერს, მასთან ერთად ვართ, მაგრამ ეს ხომ არ მომატყუებდა არა?! დაცვა გააფრთხილეს, ეს გოგო არ ამოუშვათო, ჩემზე, იმიტომ, რომ ექიმი ზედმეტი კითხვებისგან წუხდებოდა," - განაცხადა გარდაცვლილის დამ.
"მივიდა ბავშვი საავადმყოფოში და მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები. იქამდე არაფერი არ ჰქონდა. აიღო ტესტი და დაუდასტურდა. გადავიყვანეთ ბათუმის სამშობიარო სახლში, სასწრაფომ გადაიყვანა. მე მივიჩნევ, რომ სამშობიარო სახლში დაუგვიანეს მკურნალობა. ერთი კვირა იქ იწვა, ოფლში თურმე იწურებოდა ბავშვი, ფეხზე ვერ დგებოდა, სიცხეები ჰქონდა, ყელი უკვე გადაეკეტა, რატომ არც ერთმა ექიმმა არ მოიკითხა," - აღნიშნა გარდაცვლილის დამ.