26 აპრილი 2024,   20:43
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოში 65 მილიონს აჭარბებს

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოში 65 მილიონს აჭარბებს. სახელმწიფოები შეზღუდვების დაწესებას აგრძელებენ.

იტალია რეგიონებს შორის მიმოსვლას კრძალავს. მთავრობის გადაწყვეტილება, ქვეყნის მოსახლეობას 20 დეკემბრიდან 6 იანვრამდე პერიოდში საკუთარი საცხოვრებელი რეგიონების დატოვებას უკრძალავს. ახალ შეზღუდვასთან ერთად ძალაშია უკვე დაწესებული ე.წ. "კომენდანტის საათიც".

ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 60 000-ს გასცდა. პორტუგალიაში კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ.

ვითარება მძიმეა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკის მოქალაქეებს სთხოვს 100 დღის განმავლობაში პირბადე ატარონ.

დღის ამბები