19 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
დავით გარეჯი საქმეზე 14 საათიანი გამოკითხვის შემდეგ მალხაზ მიქელაძე დღეს პროკურატურაში ისევ დაბარებულია - მას დაკავების მოლოდინი არ აქვს

მალხაზ მიქელაძეს დაკავების მოლოდინი არ აქვს - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს, გუშინ თითქმის 14 საათიანი გამოკითხვის შემდეგ განუცხადა. სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმესთან მის ბრალეულობას ვერ ხედავს. მისი თქმით, გამოკითხვისას საუბარი ასევე იყო კომისიის მუშაობის სპეციფიკაზე

"დამაზუსტებელი  გამოკითხვა იყო, აინტერესებდათ მრავალი ტექნიკური დეტალი, რომელშიც დიპლომატი ვერ იქნება მაღალ დონეზე კომპეტენტური, თუმცა გარკვეული გამოცდილება გაგვაჩნია დელიმიტაციის ხანგრძლივი პროცესის შედეგად ასევე იყო კომისიის მუშაობის სპეციფიკაზე, ერთგვარი ქცევის კოდექსი როგორი არის შიგნით. პასუხისგებაზე არ ვიცი, მე ვერ ვხედავ ჩემს დანაშაულს," - განაცხადა მალხაზ მიქელაძემ.

მალხაზ მიქელაძის ადვოკატი აცხადებს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც შეიძლება მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობაზე მიუთითებდეს.

დავით გარეჯის საქმეზე 2-ჯერ გამოკითხვის შემდეგ მალხაზ მიქელაძე დღეს პროკურატურაში მისვლა ისევ მოუწევს. 

დღის ამბები