17 ნოემბერი 2024,   14:59
ვრცლად
ვფიქრობ რომ ძალიან პატრიოტული გრძნობით არიან გამსჭვალული - მალხაზ მიქელაძე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებზე

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება - 14 საათიანი გამოკითხვის შემდეგ, სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დღეს გენერალურ პროკურატურაში ისევ მივიდა. მალხაზ მიქელაძე, მისი ინტერესების დამცველთან ერთად, უკვე ერთი საათია იმყოფება საგამოძიებო უწყებაში, მანამდე კი გაკეთდა განცხადებები მედიისთვის.

"მე გახლავართ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი წლების განმავლობაში ვმუშაობდი დელიმიტაციის საკითხებზე, პროკურატურას აინტერესებდა გარკვეული დეტალები კომისიის მუშაობის თაობაზე, იმ მასალების თაობაზე რაც გამოყენებული იქნა,"- განაცხადა მალხაზ მიქელაძემ. მან აღნიშნულ საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას შესახებაც ისაუბრა:

"ეს ორი ადამიანი არის არის ექსპერტი, უწყებებიდან წარმოდგენილი, გარკვეული პერიოდი ბატონი ივერი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, იქამდე სხვა უწყებას წარმოადგენდა. მე ვფიქრობ რომ ძალიან პატრიოტული გრძნობით არიან გამსჭვალული,"- აღნიშნა მალხაზ მიქელაძემ.

პროკურატურაში მორიგი მისვლის მიზეზი მედიასთან მალხაზ მიქელაძის ადვოკატმა განმარტა. ივანე ჩიტაშვილის თქმით, გუშინდელ გამოკითხვაზე კოვიდრეგულაციების გამო ისინი გამომძიებლისგან დისტანციას იცავდნენ, შესაბამისად ისინი ადგილზევე ვერ ამოწმებდნენ ინფორმაციას, რომელიც გამომძიებელს კომპიუტერში შეჰყავდა, საბოლოო მასალის გაცნობის შემდეგ კი ჩვენებაში გარკვეული დაზუსტებები გახდა საჭირო, რისთვისაც ისინი დღეს საგამოძიებო უწყებაში ისევ მოვიდნენ.

დღის ამბები