COVID-19-ს ბოლო 24 საათში 37 მსხვერპლი ჰყავს. ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები უკვე მეორე დღეა ხუთი ათას სცდება. გუშინდელთან შედარებით დღეს ვირუსი 390-ით მეტ ადამიანს დაუდგინდა. სულ კი, ინფექცია 5450 ადამიანს დაუდასტურდა.
გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, ინფექციური კლინიკის დირექტორი ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას პროგნოზირებს. თენგიზ ცერცვაძე ტესტირებას ვირუსის პრევენციის მთავარ მექანიზმად მიიჩნევს და ამბობს, რომ კორონა ვირუსის კლინიკური მართვის ჯგუფის მთავარი ამოცანა დადასტურებული შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენაა.
ახალი დადასტურებული შემთხვევების მზარდი დინამიკის ფონზე, შეფასების კრიტერიუმების მკაცრად განსაზღვრის საჭიროებაზე საუბრობენ ინფექციონისტები. სპეციალისტები ზუსტ დიფერენცირებას ითხოვენ, რადგან ჰოსპიტალურ სექტორს ინფიცირებულთა რაოდენობა წნეხად არ დააწვეს.