COVID-19-ს კიდევ ორი მედიკოსის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი "ევექსის" კლინიკების თანამშრომლები იყვნენ. ისინი მუშაობდნენ როგორც თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე - ახალციხის კლინიკებში.
ერთი მათგანი 70 წლის სონია გელიაზაროვი კლინიკა "ლანცეტში" მკურნალობას 20 ოქტომბრის შემდეგ გადიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდან სტაბილური იყო, თუმცა 10 დღის შემდეგ მისი კოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მას დასჭირდა მართვითი სუნთქვა. გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰქონდა თანმდევი ქრონიკული დაავადებები - გულთან დაკავშირებული პრობლემები, ექიმებმა კოლეგების გადარჩენა ვერ შეძლეს.
რაც შეეხება ამავე ქსელის მეორე მედიკოსს, ის 65 წლის ამბროსი მოდებაძეა. იგი მკურნალობას ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადიოდა. მას COVID-19 დაახლოებით 20 დღის წინ დაუდასტურდა. ასევე აღენიშნებოდა თანმდევი ქრონიკული დაავადებები, ასევე ონკოპაციენტიც იყო.