ქვეყანაში ისევ იზრდება ინფიცირებული ექიმების რაოდენობა. საჩხერეში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს COVID-19 დაუდასტურდათ. გეგმიური შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ 24 თანამშრომელი ინფიცირებულია. რაიონში ახლა მხოლოდ ერთი ბრიგადა მუშაობს.
"დღეისათვის ჩვენს კლინიკაში იმყოფება 180 დადასტურებული პაციენტი, გადიან მკურნალობას, მათ შორის 57 არის რეანიმაციულ განყოფილებაში, აქედან სამია კრიტიკული.
ჩვენთან იმყოფებიან, ასევე, სასწრაფოს თანამშრომლები, 24 ადამიანი დაინფიცირდა. ნაწილი ჩვენთან არის, ნაწილი ბინაზე განაგრძობს მკურნალობას," - აცხადებს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე.