23 აპრილი 2024,   11:50
ვრცლად
პრაღაში, თავდასხმაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე პოლიციას ჩაბარდა - ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12 წლიანი პატიმრობა ელის

პრაღაში ძებნილი ქართველი პოლიციას ჩაბარდა. 

საქმეზე გამოძიება სხეულის განსაკუთრებით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრაღის ცენტრში საქართველოს მოქალაქე 29 წლის მამაკაცს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. უწყება არ აზუსტებს, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, ჯალაღონიამ მამაკაცს ჭრილობები დანით მიაყენა. შემთხვევა პრაღის ცენტრში, ტურისტულ ნაწილში, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს მოხდა. თავდამსხმელის იდენტიფიცირება კი პოლიციამ მხოლოდ ახლა მოახერხა.

ამ დრომდე არ არის დადგენილი სიტყვიერი დაპირისპირების დაწყების მიზეზი, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქე 29 წლის მამაკაცს თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა. შედეგად, მძიმედ დაშავებული, რომლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

27 წლის დავით ჯალაღონია რამდენიმე წელია მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში ცხოვრობს.

დღის ამბები