კორონავირუსის სტატისტიკა კვლავ მზარდია - დღეს ინფექციის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, უმრავლესობა ისევ თბილისში. გარდაიცვალა 36 პაციენტი.
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის გია კიკაბიძის განცხადებით, დღეს გარდაცვლილი 36 პაციენტიდან 3 გარდაცვალების ფაქტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა. მედიკოსის განმარტებით, სამივე პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოსვლისთანავე კრიტიკული იყო და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ.
"სამწუხაროდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. ასაკი 70-დან 80 წლამდე. 2 ქალბატონი და 1 მამაკაცია. მათი მდგომარეობა შემოსვლისთანავე ფასდებოდა როგორც კრიტიკული, იმყოფებოდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში. მათ განუვითარდათ სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რის გამოც გადაყვანილი იქნენ მართვით სუნთქვაზე. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, სამწუხაროდ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი," - განაცხადა გია კიკაბიძემ.