19 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
მივიღეთ 1000 ცალი ჟანგბადის კონცეტრატორი, თვის ბოლომდე კი მოქალაქეებს რემდისივირით მკურნალობა შეეძლებათ - ჯანდაცვის მინისტრი 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში 1000 ცალი ჟანგბადის კონცეტრატორი შემოვიდა. მინისტრის თქმით, ის ქვეყნის მასშტაბით, საჭიროებისამებრ გადანაწილდება. 

"გუშინ დასრულდა ერთ-ერთი მთავარი ნაკადის ჩამოსვლა, იმ შესყიდვების რომელიც განხორციელდა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში მიღებული გვაქვს 1000 ცალი ჟანგბადის კონცეტრატორი, რომლის საჭიროებისამებრ დარიგებაც ქვეყანაში უკვე დაწყებულია. ამასთან, 300 ბიპა ფაი ფლოუ, 50 ჰაი ფლოუ და 500 ბიპაპი. ესეც რეგიონების მიხედვით საჭიროებისამებრ დარიგდება კლინიკებსა და სასტუმროებში,"- განაცხადა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, თვის ბოლომდე მოქალაქეებს პრეპარატ რემდისივირზე ხელმისაწვდომი მკურნალობა ექნებათ.

"თვის ბოლომდე იქნება ადგილზე და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ რემდისივირზე ხელმისაწვდომი მკურნალობა. აქაც არის მნიშვნელოვანი პროცედურები გასავლელი, რომელსაც ჩვენ ვერ დავარღვევთ. შესაბამისად, მივყვებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლს, რის მიხედვითაც ხდება კონტრაქტების გაფორმება და ტრანსპორტირება. ეს არის კლინიკუირ ჯგუფის გადასაწყვეტი თემა, რომელსაც შეაქვს პროტოკოლში, როდის, რა ფაზაში და რომელ პაციენტზე ხდება პრეპარატის გაკეთება,"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები