ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 446 თავისუფალი საწოლია.
მისივე ინფორმაციით, დილის 9 საათისთვის 112-ში 102 ზარია შესული.
"დღეს, დილის 9:00 საათის მონაცემებით 112-ში დაფიქსირებულია 102 ზარი. საიდანაც კოვიდ ჩივილით, დადასტურებული კოვიდით ან სუნთქის გაძნელებით დარეკა 46-მა და 17-მა პაციენტმა, ისინი არიან, ძირითადად, თბილისში. ამ ეტაპზე, მათთან ბრიგადები მიდიან იმისთვის, რომ დადგინდეს ესაჭიროებათ მათ ჰოსპიტალიზაცია თუ სხვაგან მათ შორის, სასტუმროებში გადაყვანა,"-განაცხადა მინისტრმა.