19 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
სტაბილიზაციის ელემენტები პიკში უკვე გამოჩნდა, კორონავირუსის მაჩვენებელი მოდის ქვევით - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კოვიდინფექციის ბოლო სტატისტიკა შეაჯამა. ამირან გამყრელიძის თქმით, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ტესტზე დადებითობისს მაჩვენებლის შემცირება შეინიშნება. 

"ჩვენ დღეს 4673 ინფიცირებული გვყავს, აქედან 1100 გამოვლენილია PCR ტესტით და 3573 ანტიგენის ტესტით. გასულ 24 საათში ჩატარებულია 16646 ტესტი, აქედან 11400 ანტიგენით და 5246 PCR ტესტი. დადებითობის მაჩვენებელი მთლიანად გვქონდა 10%. ბოლო 2 კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი მცირდება, 32-31% გვქონდა, ბოლო 2 დღე გვაქვს 28% დინამიკა დადებითობის პროცენტისა მოდის ქვემოთ, რაც გარკვეული ინდიკატორია იმისა, რომ სტაბილიზაციის ელემენტები ამ პიკში უკვე გამოჩნდა.

დღეს გამოჯანმრთელდა 4000-მდე ადამიანი, გამოჯანმრთელების პროცენტი 83-ია, რაც ასევე კარგია და ატიური შემთხვევა არის 26 555," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები