19 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ექიმების დეფიციტი პანდემიამდეც იყო და ეს პრობლემა მოკლე ვადებში ვერ აღმოიფხვრება.

მინისტრმა აჭარაში გარდაცვლილ ექიმთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ხდება ყველანაირი ხელშეწყობა იმისთვის, რომ გატარდეს პრევენციული ღონისძიებები და მოხდეს ექიმების მინიმალური დაზიანება.

"ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო, როგორც აღნიშნეთ. ამ დეფიციტს ჩვენ ვერც 6 თვეში და ვერც 1 წელში ვერ დავძლევთ, ვინაიდან ექიმების გადამზადებას და მომზადებას ესაჭიროება მრავალი წელი, სულ მცირე 5-დან 12-მდე, ეს გასათვალისწინებელია. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ რიგებს ისეთი გმირი ექიმები აკლდება, როგორიც დღეს თქვენ დაასახელეთ, სამწუხაროდ, ეს შეიძლება არ იყოს ბოლო ფაქტი, თუმცა, ყველა ღონისძიებას მივმართავთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ყველანაირი ხელშეწყობა იმისთვის, რომ გატარდეს პრევენციული ღონისძიებები და მოხდეს ექიმების მინიმალური დაზიანება. ამ ეტაპზე დეფიციტი არ არის, ის მოცულობა, რომლის გამტარობაც ხდება დღესდღეობით კოვიდინფექციების ჩვენი ექიმები ამას სრულად ფარავენ,"-განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

დღის ამბები