25 აპრილი 2024,   14:12
ვრცლად
პსჟ-სა და სტამბოლის "ბასაკშეჰირს" შორის მატჩი სკანდალურად შეწყდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი "პარი სენ ჟერმენსა" და სტამბოლის "ბასაკშეჰირს" შორის სკანდალურად შეწყდა. შეხვედრის მეოთხე არბიტრმა, რუმინელმა სებასტიან კოლტესკუმ თურქული კლუბის მწვრთნელის ასისტენტს, პიერ ვებოს "ნეგრუ" უწოდა.

მომხდარი ინციდენტის გამო თურქული კლუბის წევრებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს. კლუბებთან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შედეგად უეფას გადაწყვეტილებით მატჩი დღეს გაიმართება. ინციდენტთან დაკავშირებით კი ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები