Covtest.ge - ახალი ვებგვერდი, რომელიც დღეიდან ამოქმედდება. პლატფორმის საშუალებით მოქალაქეები საკუთარი მონაცემებისა და მისამართის შეყვანის შემდეგ შეძლებენ კორონავირუსზე ტესტი სახლში გამოძახებით ჩაიტარონ.
სამედიცინო პერსონალი მისამართზე მაქსიმუმ ორ საათში მივა. მსგავსი მომსახურება ჯერჯერობით მხოლოდ თბილისსა და ბათუმში მოქმედებს.