ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ინფიცირების შემთხვევათა საერთო რიცხვი ამ დროისთვის 178 953-ს შეადგენს.