19 მაისი 2024,   16:21
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა თბილისში - "კურიერის" ინფორმაციით, გუშინ ღამით გოგლიკო ხაინდრავა და ილია რუხაძე დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა თბილისში. "კურიერის" ინფორმაციით, გუშინ ღამით ორი მამაკაცი დაჭრეს - 37 წლის გოგლიკო ხაინდრავა და 33 წლის ილია რუხაძე.

ხაინდრავას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები დანით აქვს მიყენებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ილია რუხაძეს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზე მალევე დააკავეს, ის 16 წლის არასრულწლოვანია, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დეტალებს "კურიერის" გადამღები ჯგუფი არკვევს.

დღის ამბები