19 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
24 დეკემბერს შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო და მთავრობა ეპიდსიტუაციის ანალიზის საფუძველზე იმსჯელებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძის განცხადებით, 24 დეკემბერს შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო და მთავრობა იმ დროისთვის არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილავს თუ არა საკოორდინაციო საბჭო საახალწლო პერიოდში დაგეგმილი შემსუბუქების გაუქმებას, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭო ეპიდსიტუაციას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება.

"როდესაც შეზღუდვები წესდებოდა ქვეყანაში, არავის არ უთქვამს, რომ შეზღუდვები მოიტანს მყისიერ შედეგს. მთავარი ამ სამკვირიანი შეზღუდვების მიზანი იყო, რომ ზრდა აღარ გვქონოდა სერიოზული ნახტომისებური. 2 კვირაა, რაც დაწესებულია ეს შეზღუდვები და თუ აკვირდებით, ნახტომისებური ზრდა არა გვაქვს ხო?! 

თანაც უფრო გაინტენსივებული ტესტირების რიცხვი გვაქვს, დღეში გვქონდა დაახლოებით 12-13 ათასი, დღეს გვაქვს 20 000. 

რიცხვი გარკვეულად სტაბილიზირებულია, ახლა უნდა ვეცადოთ, რომ ეს რიცხვი შევინარჩუნოთ ამ დონეზე და შემდგომ თანდათან წამოვიდეთ ქვემოთ.

საკოორდინაციო საბჭო აკვირდება ეპიდსიტუაციას. ყოველდღიურად სხდომების დროს ხსენდება და ხდება ანალიზი ეპიდსიტუაციის. როდესაც ჩვენ მივუახლოვდებით 24 დეკემბერს, ვნახავთ, კიდევ ყოველკვირეულად ხდება შეჯამება მრავალფაქტორული ანალიზის საფუძველზე მდგომარეობის და შესაბამისად მიიღება შემდგომ გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი არის განხილვის საგანი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.ვ

დღის ამბები