19 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
კორონავირუსით 82 წლის ასაკში რეჟისორი საშა რეხვიაშვილი გარდაიცვალა

კორონავირუსით 82 წლის ასაკში რეჟისორი საშა რეხვიაშვილი გარდაიცვალა. ის ერთ-ერთია იმ 43 პაციენტს შორის რომელთა სიცოცხლეც COVID-19-ს ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ემსხვერპლა.

როგორც ცნობილია, მას კორონავირუსი დაახლოებით ორი კვირის წინ დაუდასტურდა. გარდა ამისა, COVID-19-ით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. "ევექსის" კლინიკის მედიკოსი ახალციხეში რეფერალურ ჰოსპიტალში მუშაობდა. ნინო მერაბიშვილი თავდაპირველად სახლში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მას შემდგ რაც მისი მდგომაროება დამძიმდა, კლინიკაში გადაიყვანეს. 

ასევე, გარდაცვლილებს შორის არიან პაციენტები გორიდან და ქობულეთიდან.  

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაგვიფიქსირდა გარდაცვალება. გორში 80 წელს გადაცილებული ქალბატონი, 70 წლამდე ორი მამაკაცი და ხაშურში მაცხოვრებელი 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია, გვყავს მძიმე პაციენტებიც,“ - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა.

დღის ამბები