19 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები 10 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები 10 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სხდომა საქალაქო სასამართლოში, რომელიც დღეს თითქმის 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ გადაწყეტილება აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

სხდომის დაწყებამდე საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებულების ოჯახის წევრები და პოლიტიკოსების ნაწილი შეიკრიბა. ადგილზე იმყოფებოდა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარია. მას სასამართლოს ეზოში სტიკერების გაკვრა სურდა, თუმცა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა. რასაც სიტყვიერი შელაპარაკებაც მოჰყვა. 

დღის ამბები