ქუთაისის ვიცე-მერს ირაკლი ქარქაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ირაკლი ქარქაშაძეს ვირუსი მსუბუქი სიმპტომებით აქვს, ის მკურნალობას სახლში აგრძელებს.
ქარქაშაძემ PCR ტესტის პასუხი გუშინ მიიღო და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ქარქაშაძე თვითიზოლაციაში რამდენიმე დღის წინ გადავიდა, რადგან ის ინფიცირებული იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის კონტაქტი იყო.