19 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ბოლო 24 საათში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID 19-ით 3 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID 19-ით გარდაცვლილი 50 პაციენტიდან 3 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

კლინიკის ექიმის, გია კიკაბიძის ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან ორი 81 და 77 წლის ქალი იყო, ხოლო ერთი - 68 წლის მამაკაცი. 

"გასული 24 საათის განმავლობაში 3 პაციენტი გარდაიცვალა, ორი ქალი - 81 და 77 წლის და ერთი მამაკაცი - 68 წლის. სამივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და ფილტვების დაზიანების გამო. აღენიშნებოდათ ორმხრივი პნევმონია მაღალიცპროცენტული დაზიანებით. განუვითარდათ მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი და მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,"- განაცხადა გია კიკაბიძემ.

 

დღის ამბები