26 აპრილი 2024,   08:23
ვრცლად
აშშ რამზან კადიროვს ახალ სანქციებს უწესებს

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მიმართ ახალი სანქციები შემოიღო. სანქციები არა მხოლოდ კადიროვის აქტივებს შეეხო, არამედ მის რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე კლუბ "ახმატსა" და ამავე სახელის მქონე მებრძოლთა კლუბს.

UFC-ის ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა სწორედ ხსენებული ჩეჩნური მებრძოლთა კლუბის წარმომადგენელია. შესაბამისად, შესაძლოა, კადიროვზე შემოღებული სანქციების გამო, ჯოჯუას UFC-ში გამოსვლის უფლება აღარ ჰქონდეს. სანქციები შეეხო კადიროვის კიდევ ერთ საბრძოლო ორგანიზაციას "ებსოლუთ ჩემპიონშიპ ახმატსაც", რომელიც ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე გუნდია და მასში სამი ქართველი ლევან მაყაშვილი, რაულ თუთარაული და ვაჟა წიპტაური ასპარეზობს.

აღნიშნულ სპორტსმენებს UFC-ში მოხვედრის დიდი შანსი აქვთ, თუმცა შესაძლოა დაწესებულმა შეზღუდვებმა, მებრძოლებს აშშ-ში ბრძოლის გამართვის შესაძლებლობა არ მისცეს.

დღის ამბები