დღეს ბათუმში მორიგი აქცია გაიმართება. ოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბება, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა აქტივისტები არიან მობილიზებულები.
მოთხოვნები უცვლელია - ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო მოდელის შეცვლა.