26 აპრილი 2024,   05:39
ვრცლად
ბათუმში, ერისთავის 15-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს

ბათუმში, ერისთავის 15-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა დღეს გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, შენობა ავარიულია და აქ მცხოვრებ 45 ოჯახს საფრთხე ემუქრება, რაც მათი ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომაც დაადასტურა.

მოსახლეობა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს. ისინი მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური აცხადებს, რომ ვითარებას შეისწავლის.

დღის ამბები