ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი სახელმწიფო მინისტრმა შეაჯამა.
თეა ახვლედიანის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფებმა არაერთი მოთხოვნა დააყენეს - ბორდერიზაცია, უკანონო შეიარაღება, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები.
მინისტრი ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ რეგიონებში პანდემიის ფონზე გამწვავებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე.
ასევე მშვიდობიანი მოქალაქეეების გატაცებისა და მათზე ძალადობის ფაქტებზე. ჟენევის დისკუსიების 51-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართა.