იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ზე ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ.
პროცესი ქუთაისსა და წყალტუბოში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციაში ჯვარის, წყალტუბოს და ქუთაისის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმები მონაწილეობდნენ.
დევნილებს რეკომენდაციები გააცნეს, გადასცეს მედიკამენტები, პირბადეები და დაცვის საშუალებები.