19 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ოკუპირებულ სოფელ ჭუბურხინჯში, მდინარეში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, თუმცა, ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა.

"კურიერის" ინფორმაციით, მას სწრაფად მოძრავი ავტომობილი წუხელ გვიან ღამით დაეჯახა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით, შუახნის მამაკაცის ცხედარი მდინარეში გადააგდეს.

დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია.

დღის ამბები