26 აპრილი 2024,   05:02
ვრცლად
აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინით პირველი ადამიანი აიცრა ​- ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა 300 ათასს გადააჭარბა

შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა 300 ათასს გადააჭარბა. პარარელურად ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინით პირველი ადამიანი აიცრა. ნიუ იორკის მერი მოსახლეობას აფრთხილებს, სრული კარანტინისთვის მოემზადონ, რადგანაც პროგნოზირებენ, რომ დეკემბერი და იანვარი ყველაზე რთული თვეები იქნება. covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო კანადაშიც.

აცრა პირველად ტორონტოს ერთ-ერთი საავადმყოფოს მედპერსონალს ჩაუტარდა. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო 5 კვირიანი საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა ნიდერლანდებში.

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ხვალიდან ამოქმედდება ლონდონსა და ბრიტანეთის ორ საგრაფოში, სადაც დაიხურება დაწესებულების უმრავლესობა და ღია სივრცეში აიკრძალება 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რის შესახებაც უკვე ეცნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

დღეიდან სკოლები დაიხურება სამხრეთ კორეის დედაქალაქსა და მის შემოგარენში ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით საახალწლოდ 31 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება თურქეთში.

დღის ამბები