19 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
იქ არავინ ცხოვრობს, მიზანმიმართულად ხდება მიწების დატაცება - კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟს და იქ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება 

აფრიკის დასახლებაში მშენებლობების დემონტაჟს, რასაც ადგილობრივები პროტესტი და სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა, დედაქალაქის მერი ეხმაურება.  

თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ მიწები სახელმწიფოს ეკუთვნის და მისი უკანონოდ მისაკუთრება დაუშვებელია.

"იქ არავინ არ ცხოვრობს, მიზანმიმართულად ხდება მიწების დატაცება. წლების მერე მათ უნდათ მიწების მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან გარკვეული ჯგუფები იდგნენ, რომ შემდეგ ხელი მოითბონ. ეს მიდგომა, რომ სახელმწიფოს მიწები დაისაკუთრონ, არის დაუშვებელი,"- განაცხადა კახი კალაძემ.

აფრიკის დასახლებაში, სადაც ადგილობრივები უკანონო მშენებლობების დემონტაჟს აპროტესტებენ, სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება იყო, დაკავებულია რამდენიმე პირი.

დღის ამბები