ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში ხანძარია. ცეცხლი ეკალბარდს და ბალახებს უკიდია. ნავთობტერმინალს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. უსაფრთხოების მიზნით, ჩართულია რკინიგზის სახანძრო მატარებელი. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.