19 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილ 39 პაციენტს შორის, ორი კოვიდინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"გასული 24 საათის განმავლობაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვალების 2 ფაქტი დაფიქსირდა, 77 წლის მამაკაცი და 88 წლის ქალი. ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, სუნთქვის უკმარისობის გამო, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,"- აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე.

​2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსს ქვეყნის მასშტაბით 1 922 პაციენტი ემსხვერპლა.

დღის ამბები