17 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ანგარიში წარადგინა

ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ანგარიში წარადგინა.

"მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" - ამის ფარგლებში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უწყების როლზე პანდემიით გამოწვეული რეალობის საპასუხოდ.

"სამინისტროს ხელმძღვანელობა პირად იყო ჩართული, მოსახლეობის სურსათით მომარაგება უწყვეტად ისე მომხდარიყო, რომ საკარანტინე შეზღუდვებს არ შეექმნა დამატებითი პრობლემები. მათშორის მნიშვნელოვანი პაკეტი იყო სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც დაახლოებით 60 მილიონიან დახმარებას მოიცავდა ჩვენი სექტორისთვის. რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, აქ გვაქვს ჩვენ კლება, შემცირება და ვფიქრობ, ეს არ არის გასაკვირი, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შემთხვევა. 2020 წელს პანდემიის მიუხედავად არ შეუჩერებია არცერთი პრიორიტეტული მიმართულების დაფინანსება,"-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები