თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი გამოძიების შედეგებს არ ენდობა. მას მიაჩნია, რომ პროკურატურამ სპეციალურად შეარჩია ისეთი დრო, როდესაც, პანდემიის ფონზე, საქმის დახურვის გაპროტესტება რთული იქნება.
მისივე განცხადებით, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით ოჯახი ადვოკატთან ერთად შეჯერდება.
"მიხეილთან ერთად შევჯერდებით და ისე გავაკეთებთ განცხადებას. მოულოდნელი იყო ჩემთვის, პანდემიის პირობებში საქმის დახურვა, სპეციალურად შეარჩიეს ისეთი დრო, რომ ახალი წელი მოდის, პანდემიაა ცოტა ძნელია პროტესტის გამოხატვა. როგორც აწყობდათ, ისე გააკეთეს ყველაფერი. ამ ხელისუფლების პირობებში, რა ტქმა უნდა, არ გაირკვევა სიმართლე, მაგრამ მე მაინც არ შევწყვეტ ბრძოლას, ბოლომდე ვიბრძოლებ,"-განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე დახურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.