ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2635 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევათა საერთო რიცხვი ამ დროისთვის 204 003-ს შეადგენს.
ამასთან, გამოჯანმრთელდა 2244 პაციენტი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 449, საიდანაც, 6680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 2183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. 21 586 პირი მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 468 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 45 818 პირი.