19 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
აღენიშნებოდა ფილტვების თითქმის 100%-იანი დაზიანება - 29 წლის კოვიდინფიცირებულის გარდაცვალებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მცირდება, თუმცა იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი. ბოლო 24 საათში დაიღუპა 49 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. გარდაცვლილებს შორის არის ახალგაზრდა მამაკაცი. 29 წლის ბიჭი რუსთავის კლინიკაში მკურნალობდა.

"პაციენტი 10 დეკემბერს იქნა შემოყვანილი,მდგომარეობა თავიდანვე იყო კრიტიკული და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, ვინაიდან აღენიშნებოდა სატურაციის ძალიან დაბალი რიცხვები. კვლევებით აღენიშნებოდა ფილტვების თითქმის 100%-იანი დაზიანება. ჩატარებული ტესტით დაუდგინდა კოვიდი, მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თანმხლები დაავადება, როგორც ვიცი, არ აღენიშნებოდა," - განაცხადა კლინიკა "რუსთავის" სამედიცინო ხელმძღვანელმა ირაკლი გიორგაძემ.

გასული 24 საათის განმავლობაში 3 პაციენტი გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მათი ასაკი - 60-74 წლამდე. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, გია კიკაბიძის თქმით, სამივეს მდგომარეობა კრიტიკული იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში იყვნენ მოთავსებული, სამივე მათგანს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ურთულესი იყო კლინიკაში შესვლისას რუხის საავადმყოფოში გარდაცვლილი პაციენტის მდგომარეობაც. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, ექიმებმა მდგომარეობის სირთულის გამო პაციენტის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

დღის ამბები